07 მაისი 2024,   13:38
ვრცლად
"მიგვაჩნია, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია"- სვენ მიკსერი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ის ხურვალეთში ჩავიდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას მავთულხლართების გაბმის შედეგად.

ესტონელი დიპლომატი დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა, რომლის სახლიც უკვე რამდენიმე წელია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

"ჩემი აზრით, ვითარება ძალიან სერიოზულია. ესტონეთი, ევროკავშირი და საერთაშორისო გაერთიანება სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მიგვაჩნია, რომ ორივე, ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ასეც დარჩება. ჩვენ, საერთაშორისო გაერთიანება საქართველოს ხელისუფლების გვერდით უნდა დავდგეთ, რომ შევეწინააღმდეგოთ ვითარების კიდევ უფრო ესკალაციასა და მცოცავ ანექსიას. არ ვცნობთ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხაად სვენ მიკსერმა. 

დღის ამბები