07 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
მზად ვართ, მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-რუსეთს შორის მომხდარ კონფლიქტზე და ოკუპაციაზე ისაუბრა.

სვენ მიკსერი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აკრიტიკებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„ჩვენ, ესტონეთი და ევროკავშირი მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ეს პოზიცია და მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საკმარისი საერთაშორისო ქმედებები რუსეთთან მიმართებაში, აქ 2 ასპექტია. ერთი, საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველომ ვერ აიძულეს რუსეთი შეეცვალა თავისი პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ რუსეთი, უფრო შორს არ წასულიყო. ზოგჯერ ასეთ დროს საჭიროა სტრატეგიული მოთმინება,“ - აცხადებს სვენ მიკსერი. 

დღის ამბები