03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
"პანორამა თბილისის" მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს

"კურიერის" კამერამ დღეს სოლოლაკის ქედზე "პანორამა თბილისის" მშენებლობის კადრები გადაიღო. გადამღებ ჯგუფს დაცვამ ტერიტორია ნალევე დაატოვებინა. თუმცა, კადრებში კარგად ჩანს, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობა უკვე დაწყებულია. 

"კურიერმა" დღეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში გადაამოწმა. სამინისტროში ამბობენ, რომ ნებართვა მშენებლობის შესახებ არ არის გაცემული. 

პროექტის მშენებლობის დაწყებას, ისევე, როგორც თავად იდეას, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. არსებული ინფორმაცით, მიმდინარე კვირაში სოლოლაკის ქედზე დაწყებული მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი სარჩელს სასამართლოშიც შეიტანს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები