03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
საპატრიარქოს დელეგაცია იტალიაში მამა ილია კარტოზიას ცხედრის გადმოსასვენებლად მიემგზავრება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს იტალიაში გაემგზავრება. სასულიერო პირები პირადად მოაგვარებენ ყველა იმ საკითხს, რომელიც სამშობლოში მამა ილია კარტოზიას გადმოსვენებას უკავშირდება.

დელეგაციის შემადგენლობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი, მამა სერაფიმე, მამა ილიას ძმა და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირია.

ცნობილია, რომ მამა ილია კარტოზიას ცხედარი ამ დროისთვის ქალაქ ბარის პროზექტურაშია დასვენებული და ის ქართულ მხარეს პარსკევს გადმოეცემა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ როდის გადმოასვენებენ იტალიაში გარდაცვლილ ქართველ სასლიერო პირს საქართველოში.

მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც იტალიაში მოსალოცად იყო წასული, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. უბედურ შემთხვევას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები