03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
"შარლი ებდოზე" თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ძმები კოაშების კადრები

”შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდამსხმელების ახალ კადრებს ავრცელებს სააგენტო REUTERS. ვიდეოში ჩანან შერიფ და საიდ კოაშები, რომლებიც პოლიციას ესვრიან. სამოყვარულო ვიდეო გაზეთის რედაქციაზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთი შენობის სახურავიდანაა გადაღებული. ასევე ისმის თავდამსხმელთა შეძახილები „ჩვენ ვიძიეთ შური მუჰამედ წინასწარმეტყველის გამო” და „ალ ქაიდა იემენი.”

კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გაქცევას ტერორისტები და როგორ უკეტავს მათ გზას პოლიცია. საბოლოოდ, ორივე მათგანი პარიზიდან 35 კილომეტრზე პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები