03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
მკვლელობა სოფელ ოშორაში

განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მან ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით თანასოფლელი მამაკაცი მოკლა. მოგვიანებით კი ცხედარი მდინარის ნაპირზე წაიღო, სადაც მის დამარხვას აპირებდა.

ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები