03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
"სოხუმი ჩემი იერუსალიმია," - მეორედ გამოკრული ბანერი და საგანგებოდ მობილიზებული საპატრულო პოლიცია [ფოტო]

„მომავალ წელს სოხუმში,” „სოხუმი ჩემი იერუსალიმია” - ამ შინაარსის ბანერები „თავისუფალი ზონის” წევრებმა რუსთაველზე მშენებარე შენობის ხარაჩოებზე უკვე მეორედ გადმოფინეს.

ისინი სანტა კლაუსის ფორმებში არიან ჩაცმულები და თავს მშენებარე შენობას აფარებენ, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ცოტა ხნის წინ აღნიშნული ბანერი უკვე ჩამოხსნა. სწორად ამ დროს ცდილობდნენ სამართალდამცველები „თავისუფალი ზონის” წევრების დაკავებას. მათ თავი მშენებარე შენობას შეაფარეს.

პოლიცია ამ დრომდე რჩება რუსთაველის გამზირზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები