03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
”შარლი ებდოს” რედაქციაში მომხარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას იემენურმა ფრთამ აიღო

”შარლი ებდოს” რედაქციაში მომხარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას იემენურმა ფრთამ აიღო. დაჯგუფებამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ტერორისტების ლიდერი ამბობს, რომ მათ წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფისთვის იძიეს შური.

სააგენტო reuters-მა კი თავდამსხმის ახალი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანან შერიფ და საიდ კუაშები, რომლებიც პოლიციას ესვრიან. სამოყვარულო ვიდეო ერთ-ერთი შენობის სახურავიდანაა გადაღებული. ასევე ისმის თავდასხმელთა შეძახილები: ”ჩვენ შური ვიძიეთ მუჰამედ წინასწარმეტყველის გამო!” და ”ალ ქაიდა იემენი”. 

ამავე თემაზე
დღის ამბები