09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
უკრაინის მთავრობის კიდევ ერთი ქართველი მაღალჩინოსნის პირველი ინტერვიუ

გია გეწაძე, რომელიც უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ამ წუთებში უკრაინის მთავრობის სხდომას ესწრება.

ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წუთში მინისტრთა კაბინეტის შენობაში უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო საგანგებო ბრიფინგს გამართავს და ამ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენს. 

გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის სამინისტროში კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმებსა და კადრების შერჩევის საკითხს გაუწევს კურირებას.  

"ხვალიდან შევუდგებით მუშაობას. ამ წუთებში მთავრობის სხდომაზე ვიმყოფები, რომელსაც პრემიერი იაცენიუკი მართავს. ჩემი წარდგენა ახალ თანამდებობაზე სხდომის დასრულების შემდეგ მოხდება," - განუცხადა რუსთავი 2-ს გია გეწაძემ.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები