09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
მარგველაშვილის ამერიკაში სტუმრობა აშშ-ის ელჩს სურს

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.

ამასთან დაკავშირებით განცხადება რიჩარდ ნორლანდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის შეხვედრაზე გააკეთა. 

მარგევლაშვილის და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრთა შეხვედრა დღეს  სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა, რომელსაც  ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ვიზიტის მომზადების საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.  

დღის ამბები