03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საქართველო C ჰეპატიტის გარეშე

ქართველი მომღერალი, ნინო სურგულაძე, ცე-ჰეპატიტის დასამარცხებლად საზოგადოებრივ კამპანიას შეუერთდა და ინფექციის პრევენციისთვის სოციალურ გვერდ "ფეისბუკზე" 3 იდეა წარმოადგინა.

კამპანიის წესების თანახმად, მეცოსოპრანომ გამოწვევა მის კოლეგებსა და საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებლებს, პაატა ბურჭულაძეს, თამარ ივერსა და დიტო ცინცაძეს გაუგზავნა.

"საქართველო ცე-ჰეპატიტის გარეშე" - ამ გზავნილით წამოწყებულ კამპანიას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძეც, შეუერთდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ "ცე-ჰეპატიტის" დასამარცხებლად წამოწყებულ აქციას დღეს პირველები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის წამყვანები შეუერთდნენ. გადაცემის წამყვანები აქციაში მონაწილეობისთვის ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები