03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
23 ქართველი მეზღვაური საგარეო უწყებას სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს

ბენინის ქალაქ კოტონუს წყლებში 23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს.

ისინი უკვე რამდენიმე თვეა, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მეზღვაურები ჰყვებიან, რომ მათი გემები უკვე 2 თვეა, კოტონუს პორტიდნ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დგას და ხმელეთზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან ამას კანონი უკრძალავთ. დამქირავებელმა ბერძნული კომპანიის წარმომადგენლებმა კი მათთან კონტაქტი შეწყვიტეს.

ქართული ეკიპაჟის წევრების ინფორმაციით, მათ საკვების მარაგი და სასმელი წყალიც ამოეწურათ.

მეზღვაურები დახმარებას საქართველოს საგარეო უწყებას სთხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

აფრიკის წყლებში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურების შესახებ ინფორმაცია აქვთ ბათუმის საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოში. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები