09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
უკრაინის მთავრობაში კიდევ 4 ქართველი წარადგინეს

უკრაინის მთავრობაში დღეს კიდევ 4 ქართველი წარადგინეს. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხელმძღვანელი, გია გეწაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ამავე უწყებაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ჯაბა ებანოიძე, თამარ შელია და გიორგი წიკლაური იმუშავებენ.

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა მისი გუნდის ქართველი წევრები დღეს ოფოციალურად წარადგინა. ყოფილი ხელისუფლების  ოთხივე წარმომადგენელი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმირებაზე იმუშავებს.

გია გეწაძე 2004 წელს იმერეთის გუბერნატორი იყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი ის ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ხელმძღვანელობდა.

ჯაბა ებანოიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ამის შემდეგ კი შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ხატია შელიასა და გიორგი წიკლაურს 2012 წლის არჩევნებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეების პოსტები ეკავათ.  

უკრაინის მთავრობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის დანიშვნა მის თანაგუნდელებს არ გაჰკვირვებიათ.

უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნას მმართველ გუნდში კი არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. უმრავლესობის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომად აფასებს.

ჯერჯერობით ისევ უცნობია, ვის გულისხმობდა სიურპრიზში პეტრე პოროშენკო, რომელზეც ის დეკემბერში საუბრობდა.

უკრაინის პრეზიდენტს დღეს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელიც უნდა დაესახელებინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს პოსტი საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, უკვე შესთავაზეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები