03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
პატიმრების პროტესტი - შიმშილობის მეოცე დღე

საყოფახოვრებო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით უკვე მეოცე დღეა, პატიმრები შიმშილობენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას ათობით მსჯავრდებული მიმართავს. #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარება საკმაოდ მძიმეა.

მსჯავრდებულთა პროტესტის შესახებ პირველი კომენტარი გაკეთდა სასჯელაღსრულების სამინისტროშიც.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, ბესიკ დევდარიანის განცხადებით, #7 საპყრობილე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და პატიმრები სასჯელს შესაბამის გარემოში იხდიან.

მინისტრის მოადგილემ დღეს თემაზე მეტის თქმა არ ისურვა.  

დღის ამბები