26 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
ემანუელ მაკრონი ინტერნეტ გამოცემების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პროკურატურას მიმართავს

ემანუელ მაკრონი მემარჯვენე ძალების მხარდამჭერ ინტერნეტ გამოცემებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში დაიწერა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი კარიბის კუნძულებზე ოფშორულ ანგარიშებს ფლობს, რაც ტელედებატის დროს მისმა კონკურენტმა მარინ ლე პენმაც ახსენა.

ორ საათიანი ტელე დუელის გამარჯვებული კი, მაინც მაკრონი გახდა.

მისი თქმით საიტები, რომლებმაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რუსეთთან კავშირში არიან.

დღეს მის ოპონენტს მარინ ლე პენს ბრეტანში ხალხი პროტესტით დახვდა. აგიტაციის ჩასატარებლად მისულ კანდიდატს ადგილობრივებმა კვერცხები ესროლეს.

დღის ამბები