09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
უკრაინა და საქართველო კოორდინირებულად იმოქმედებენ

უკრაინა-საქართველოს არსებული და სამომავლო ურთიერთობები, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, - ამ და სხვა თემებზე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ და უკრაინის ელჩმა ისაუბრეს.

უკრაინელი დიპლომატი და დავით უსუფაშვილი საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასა და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

უსუფაშვილმა ვასილ ციბენკოს უკრაინაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე დახმარება შესთავაზა. პარლამენტის თავჯდომარემ განცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მუშაობს, უკრაინაში არჩევნებისთვის შესაბამისი დელეგაციის მოსამზადებლად.

უსუფაშვილის თქმით, დელეგაციის წევრები არჩევნებს მონიტორინგს გაუწევენ და დამკვირებლების მანდატით ისარგებლებემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს გაუსვა ხაზი.

თავის მხრივ, ვასილ ციბენკომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

დღის ამბები