09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ალექსანდრე ნავალნი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი სახლში მიიყვანეს

მოსკოვში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის სამართალდამცველებმა სახლში მიიყვანეს.  

მან ეს "ტვიტერის" მიკრობლოგზე დაადასტურა.

ალექსანდრე ნავალნი რადიო "ეხო მოსკვის" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ აიყვანეს მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერი ეთერში სტუმრად იმყოფებოდა.

დაკავებამდე მან სააგენტო Reauter-თვის მცირე კომენტარის მიცემა მოასწრო, სადაც თებერვლის ბოლოს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა.

სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პოლიციის ოფიცრები, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერს საბუთები მოსთხოვეს და შემდეგ თან წაიყვანეს.

სასამართლომ დეკემბერში ნავალნის შინაპატიმრობა მიუსაჯა, რასაც ის უკანონოდ მიიჩნევს. შინაპატიმრობის რეჟიმი მან უკვე მეორედ დაარღვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები