03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დიდუბეში გაჩენილი ცეცხლი მეხანძრეებმა მალე ჩააქრეს

დიდუბის რაიონში, ბაგრატიონის ქუჩის N27-ში გვიან ღამით გაჩენილი ცეცხლი მეხანძრეებმა რამდენიმე წუთში ჩააქრეს.

ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა. მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს მეზობლებმა შეატყობინეს.

მათი თქმით, შენობაში არც გაზგაყვანილობაა და არც ელექტროსადენები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

ბაგრატიონის ქუჩაზე ვითარების გასაცნობას იმყოფებოდა დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი.

მისი თქმით, ეს არ იყო საცხოვრებელი ფართობი. თუმცა მესაკუთრეს კანონის შესაბამისად გაუწევენ დახმარებას.

დღის ამბები