09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
კაპიტოლიუმზე თავდასხმის დაგეგმვისთვის "მარტოხელა მგელი" დააკავეს

პირი, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას გეგმავდა, ამერიკელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

"მარტოხელა მგელი" ოჰაიოს შტატში აიყვანეს. 

გამოძიების ფედერალუმა ბიურომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი კრისტოფერ კორნელის ფოტო გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით, 20 წლის ახალგაზრდა ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში გეგმავდა თავდასხმის მოწყობას.


ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყურადღება კორნელმა რამდენიმე თვის წინ მიიქცია, როდესაც რაჰილ მაჰრუს უბაიდას სახელით ტვიტერზე დარეგისტრირდა. ის სოციალურ ქსელში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ ჩანაწერებს აქვეყნებდა. კორნელის მშობლებს არ სჯერათ, რომ მათი შვილი ტერაქტს გეგმავდა. 

დღის ამბები