09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
საფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად ძალებს აძლიერებს

საფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად ინდოეთის ოკეანეში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფლაგმანს, ავიამზიდ "შარლ დე გოლს" აგზავნის.

ხომალდი პრეზიდენტმა მოინახულა და ეკიპაჟის წევრებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ოლანდმა ტერაქტებზეც ილაპარაკა და ”შარლი ებდოს” რედაქცია ახალი ნომრის გამოშვებისთვის შეაქო.

საფრანგეთში "ალ ქაიდას" იემენის ფრთის მიერ ორგანიზებული ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 

დღის ამბები