03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია მერიაში სახელფასო დანამატის აღების ფაქტს აპროტესტებს

საპარლამენტო ოპოზიცია მერიაში სახელფასო დანამატის აღების ფაქტს აპროტესტებს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგნელის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც მერია 30-მილიონიანი პროცენტიანი ვალის აღებას გეგმავს სხვადასხვა ბანკებიდან, ამის ფონზე ისედაც გაზრდილ ხელფასზე დანამატების დარიცხვა არალოგიკურია.

„თუ რაიმე თანხა გამოჩნდება, ჯობია მიმართონ ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს თბილისში,“  - ამბობს მელიქიშვილი. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი კი აცხადებს, რომ სახელფასო დანამატის გაცემის უფლება ყველა საჯარო დაწესებულებას აქვს. ეს პრაქტიკა ადრეც არსებობდა. ახალმა ხელისუფლებამ კი დაადგინა დანამატის ზღვარი, რომელსაც ყველა უწყება ითვალისწინებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, მერიის მაღალჩინოსნები სექტემბრიდან სახელფასო დანამატებს იღებენ. ბრძანებულების მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 ათას ლარს შეადგენს.

ეს თანხა 26 ადამიანზე ნაწილდება. სიაში არიან მერის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, აპარატის უფროსები. მათ შორის არ არის თავად დედაქალაქის მერი. განკარგულების თანახმად, დანამატს მერიის თანამშრომლები წლის ბოლომდე აიღებენ. მერიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.  

დღის ამბები