03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
სომხეთში რუსი სამხედროს მიერ მოკლულ მოქალაქეებს დღეს დაკრძალავენ [ფოტო-ვიდეო]

სომხეთი რუსი სახედროების მიერ გიუმრში მოკლულ ადგილობრივებს დღეს დაკრძალავენ. პარალელურ რეჟიმში კი მორიგი საპროტესტო აქცია იწყება.

ადგილობრივები იმ რუსი სამხედროს გადაცემას ითხოვენ, რომელიც ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ გიუმრის 102-ე ბაზაზე უკვე დაასრულა ფაქტების შესწავლა. თუმცა, ეჭვმიტანილი, ვალერი პერმიაკოვი, ამ დრომდე ბაზაზე რჩება.

რუსული მხარე მის გადაცემას სომხეთისთვის არ აპირებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აქციებით აპროტესტებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები