03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
უყურეთ "ოსკარების" ნომინაციებზე წარდგენილი ფილმების პრეზენტაციას "რუსთავი 2-ზე"

„ოსკარების” ნომინანტების ვინაობა დღეს გაირკვევა. ამერიკული კინოაკადემიის წლის ნომინაციების ცერემონია ლოს-ანჯელესში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა „რუსთავი2-ზე,” ასევე  rustavi2.com-ზე პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

"ოსკარების" წლევანდელ ფავორიტთა შორის სახელდება 5 ფილმი, მათ შორის "ბერდმენი და ბავშვობა," რომელმაც "ოქროს გლობუსი" უკვე მოიპოვა.

დღესვე გაირკვევა, მოხვდება თუ არა ნომინანტებს შორის ქართული ფილმი. საუკეთესო უცხოენოვანი სურათების კატეგორიაში მოსახვედრად 9 ფილმიდან, რომელთა შორისაა ზაზა ურუშაძის "მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულია," 5 ფილმი უნდა შეირჩეს.

რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოებას, ცერემონია 22 თებერვალს "დოლბის" თეატრში გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები