09 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ებოლას ვირუსი ესპანეთში და ექიმების პროტესტი

ესპანეთში ებოლას ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების რიცხვი მატულობს. პარალელურად კი მადრიდში ექიმების პროტესტი იწყება.

ესპანელი ექიმები მთავრობისგან ინფორმაციას ითხოვენ, თუ რამდენაც დაცულების არიან ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

ექიმები ესპანეთის მთავრობას ეპიდემიის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

ექიმების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ებოლას ვირუსით მედდა დაინფიცირდა, რომელიც საშიში ვირუსით დაავადებულ ორ მღვდელს უვლიდა. ებოლას ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება მედდის მეუღლეს და მის ორ კოლეგას.

დაავადებული მედიკოსები კარანტინში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები