03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"მანდარინები" ოსკარზე ნომინანტებს შორის მოხვდა

"მანდარინები" ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ესტონეთის სახელით საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „მანდარინები” ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო.

ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის დროს ვითარდება და აღწერს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის ცხოვრებას. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთიდან გაიყვანა, თუმცა რამდენიმე მათგანი თავისი სურვილით დარჩა. 

ფილმში მოთხრობილია ერთ-ერთი ასეთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაზე.

"მანდარინების" გარდა, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდნენ: პოლონეთიდან ფილმი Ida, რუსეთიდან - Laviathan, მავრიტანიიდან - Timbuktu, არგენტინიდან - wild tales.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები