03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
"გაგიჟებული ვარ სიხარულისგან,"- ზაზა ურუშაძე

„გაგიჟებული ვარ სიხარულისგან,“- ასე გამოეხმაურა ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფილმ "მანდარინების" ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში დასახელებას. 

ურუშაძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის და ყველა იმ მსახიობისთვის ვინც ფილმში მონაწილეობენ ეს უდიდესი გამარჯვებაა.

„ველოდი, რომ მოვხვდებოდით მაგრამ დარწმუნებულიც არ ვიყავი. გაგიჟებული ვარ ისე მიხარია. ძალიან რთული იყო 5 საუკეთესოში მოხვედრა. სულ ამ ნომინაციაში 83 ფილმი იყო. იყო ძალიან კარგი ფილმებიც რაც კონკურენციას უფრო ზრდიდა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ფილმში მონაწილეობს,“- აცხადებს ზაზა ურუშაძე.

"მანდარინების" გარდა, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდნენ: პოლონეთიდან ფილმი Ida, რუსეთიდან - Laviathan, მავრიტანიიდან - Timbuktu, არგენტინიდან - wild tales.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „მანდარინები” ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის დროს ვითარდება და აღწერს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის ცხოვრებას. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთიდან გაიყვანა, თუმცა რამდენიმე მათგანი თავისი სურვილით დარჩა.
ფილმში მოთხრობილია ერთ-ერთი ასეთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები