26 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
დიმიტრი სანაკოევის განცხადება და პასუხი თბილისიდან

ე.წ. სასაზღვრო ზოლთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაგეგმილ საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის დაწებას თბილისში ეხმაურებიან. დეფაქტო ხელისუფლების ინიციატივას ოფიციალური თბილისი მორიგ პროვოკაციად აფასებს.

დიმიტრი სანაკოევმა ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების დროს შეხვედრის მონაწილეებს საოკუპაციო ზოლთან საინჟინრო ნაგებობის აღმართვის შესახებ დეფაქტო მთავრობის ინიციატივა გააცნო.

ოფიციალური თბილისი განმარტავს, რომ ინიციატივა ისეთივე უკანონოა, როგორც ყველა ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საკითხს ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს.

დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო ოპოზიცია საქართველოს მთავრობას და რუსეთის მიმართ მის პოლიტიკას აკრიტიკებს. მათი შეფასებით, უკანონო ქმედებებზე შესაბამისი უწყებების რეაგირება არასათანადოა. ბრალდებებს არ აღიარებენ მმართველ გუნდში.

მთავრობაში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მიუხედავად აუცილებელია, გაგრძელდეს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები