03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
თბილისის მერი დანამატების გაცემას თანამშრომელთა კვალიფიკაციით ხსნის

თბილისის მერი სახელფასო დანამატების გაცემას თანამშრომელთა კვალიფიკაციით ხსნის.

ამის შესახებ განცხადება დავით ნარმანიამ დღის ბოლოს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც მერიის თანამშრომელთა მხრიდან სახელფასო დანამატების აღების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მთელი დღის განმავლობაში მერიაში ამ თემაზე კომენტარი არ კეთდებოდა.

თბილისის მერს მიაჩნია, რომ სახელფასო დანამატების შესახებ ბრძანება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. ამასთან, ის განმარტავს, რომ 26-ვე პირი, რომელიც სახელფასო დანამატს იღებს, შესაბამისი კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონეა.   

"ანაზღაურება არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე კერძო თუ ზოგჯერ იმავე მესამე სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაა, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე ორმაგია,” - წერს დავით ნარმანია. 

განცხადებაში დედაქალაქის მერი ასევე ამბობს, რომ საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი წლის ბოლომდე იმოქმედებს. ახალ წესზე კი მერია უკვე მუშაობს.

განცხადებაში ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს და მოუწოდებს არასამთავრობოებებს, აქტიურად ჩაერთონ პროცესში.

სახელფასო დანამატს დედაქალაქის მერის 1 სექტემბრის ბრძანებით წლის ბოლომდე მიიღებენ: ვიცე-მერი, მერის მოადგილე, საქალაქო სამსახურის უფროსი, რაიონის გამგებელები, რაიონის გამგებლის მოადგილეები, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი და სხვა თანამდებობის პირები.

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სახელფასო დანამატი 26 პირზე ნაწილდება, თანხა კი 152 ათას ლარს აღემატება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები