03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ნანა ბუზარიაშვილი სამართალდამცველებს შვილის ცემაში ადანაშულებს

ნანა ბუზარიაშვილი სამართალდამცველებს შვილის ცემაში ადანაშულებს. მისი მტკიცებით, პოლიციელები ლერი კაიდარაშვილს ფიზიკურად დაკავების დროს გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენეს, როდესაც მან საკუთარი შვილის დაცვა სცადა.

მომხდარს მეზობლებიც ადასტუერბენ. ისინი ყვებიან, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები ლერი კაიდარაშვილს სცემდნენ.

30 წლის კაიდარაშვილი საგარეჯოს რაონის სამმართველოში გადაიყვანეს, თუმცა მას ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდგინდა და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

ლერი კაიდარაშვილი პოლიციელებმა დღეს უკვე მესამედ დააკავეს. ნანა ბუზარიშვილი ამბობს, რომ წინა შემთხვევებშიც მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ .

ნათესავები მომხდარს სამართალდამცველთა მხრიდან ოჯახზე ზეწოლად აფასებენ და პოლიციელების ქმედებას ბუზარიაშვილს მიერ სამართველოში შეტანილი საჩივრებს უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ კაიდარაშვილის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. 

დღის ამბები