28 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
"კომკავშირლებს თქვენ გავხართ"- დაპირისპირება და ხმაური კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თბილისში დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე შეკრებილების ნაწილისთვის „კომუნისტები“ მიმართვას დარბაზში დაძაბულობა მოჰყვა. დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ჩაიშალა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა თბილისში გაიმართება, თუმცა ამ ეტაპზე დრო და ადგილი არ კონკრეტდება.

პროფკავშირებისა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შრომითი უფლებების დაცვას ითხოვდნენ. 

პარტია ქართული იდეის წარმომადგენლები კი ითხოვდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდეს.

„კომკავშირლებს თქვენ გავხართ,“- მიმართა მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარემ, სანდრო ბრეგაძემ ირაკლი კობახიძეს.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა დატოვა, ხოლო დარბაზში შეკრებილების ნაწილმა კი სცენისკენ გადაინაცვლა. ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. ადგილი ჰქონდა გარკვეულ სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას.

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ჩაშლა, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია და შეგნებულად თავი აარიდეს იმ ორგანიზაციის დასახელებას, რომლებიც პროვოკაციას გეგმავდნენ.

ევროპულ საქართველოში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის პროექტის მიმართ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პლებისციტი ჩატარდეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები