09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ბელგია უსაფრთხოების მასშტაბებს ზრდის

ბელგიაში უსაფრთხოების მასშტაბები იზრდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გუშინ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ განაცხადა.

"მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერორიზმის მესამე დონე გამოვაცხადოთ. კონკრეტული საფრთხის შესახებ ვერაფერს გეტყვით. თუმცა ქვეყანაში გაიზრდება დაცვისა და უსაფრთხოების მასშტაბები," - განაცხადა შარლ მიშელმა.

ბელგიის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დრო ორი ჯიჰადისტი მოკლეს, მათი მესამე თანამზრახველი კი პოლიციამ დააკავა.

ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით ქალაქ ვერვიეში მოხდა.

ვრცელდება სპეცოპერაციის ამსახველი კადრები, სადაც ორმხრივი სროლის ხმა ისმის.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, მესამე დონე გამოაცხადა.

სამართალდამცველებს ამ სამ ადამიანზე ეჭვი მათი სირიიდან დაბრუნების გამო გაუჩნდათ. ისინი, პოლიციის ინფორმაციით, ფართომასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდნენ.

ანტიტერორისტულ ოპერაციას წინ უძღოდა გუშინ ბრიუსელში ერთი პირის დაკავება, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ტერაქტებში მონაწილე აჰმედ კულიბალის იარაღი მიჰყიდა.

ბელგიური მედიის ცნობით, ეს სწორედ ის საბრძოლო იარაღია, რაც კულიბალიმ საფრანგეთში ტერაქტისას გამოიყენა. თუმცა მოგვიანებით პროკურორმა ეს ინფორმაცია უარყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები