03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუნარჩუნდა

ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს, რომლის საკითხის განხილვასაც ქალაქის ზონალური საბჭოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა, რეკრეაციული ზონის სტატუსი აღუდგინეს. 

გადაწყვეტილება მიღებულია. თუმცა ეს სარეკომენდაციო ხასიათისაა და შეუნარჩუნდება თუ არა ეს სტატუსის სკვერს, გადაწყვეტილებას საბოლოოდ საკრებულო მიიღებს.

საბჭო სტატუსის შენარჩუნების რეკომენდაციით საკრებულოს დღეს მიმართავს.

ამ საკითხის განხილვასას კი დახურულ სხდომაზე, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ერთმანეთს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და სამშენებლო კომპანია "ელზურის" წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. სწორედ ეს კომპანია გეგმავს ყაზბეგის გამზირზე 8-სართულიანი კორპუსის აშენებას. ვიდრე სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, კომპანიას მშენელობის უფლება არ აქვს.

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ზონალურ საბჭოს ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული. საკრებულოს დეპუტატს კი თავისი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს.

"ბატონ ალეკო ელისაშვილს მოუწევს ბოდიშის მოხდა, როგორც ქალაქის მერთან, ისე საბჭოს ყველა წევრთან, რადგან საბჭომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებული იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებდა, რომ თბილისის მერზე დავით ნარმანიაზე უშიშროების სამსახურიდან ხდებოდა ზეწოლა აღნიშნულ სკვერში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

დღის ამბები