09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფმა მინსკის შეხვედრის საკითხები შეაჯერა

ვოლნოვახის ტერაქტის შემდეგ კიევში საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მინსკის მორიგი მოლაპარაკებების დეტალები დაგეგმეს.

ამ დრომდე ისევ უცნობია, როდის გაიმართება ე.წ. ნორმანდიის ფორმატის შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების მონაწილეობით. ის 15 იანვარს იყო დაგეგმილი. თუმცა, შეხვედრა არ შედგა.

უკრაინის კრიზისი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა თეთრ სახლში, ბარაკ ობამასა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის სამუშაო სადილზეც.  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს მოსკოვზე დიპლომატიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობა.

მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ ირღვევა დონეცკში, სადაც სეპარატისტები ქალაქის აეროპორტზე შეტევებს განარძობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები