03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში ოც ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის მერია 20 ვაკანტურ ადგილზე ახალ კონკურსს აცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, მიაწოდა.

მისი თქმით,  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც 26 დეკემბერს დასრულდა, მერიაში ვერ მოხერხდა კადრების შერჩევა 9 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა ტექნიკური კვალიფიკაციის არქონის გამო. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტრუქტურას ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე დაემატა 11 ახალი შტატი.

ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, კონკურსი ღიაა და მონაწილეობის მსურველებს განცხადებების გაგზავნა უკვე შეუძლიათ.

დღის ამბები