03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
პარიზში ფოსტის შენობაში შეიარაღებულმა პირმა 3 მძევალი აიყვანა

შეიარაღებული თავდასხმა პარიზში. ქალაქის გარეუბანში დაუდგენელმა მამაკაცმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა.

მედიის ცნობით, უცნობმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ "კალაშნიკოვის" ავტომატითაა შეიარაღებული და რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები თავდამსხმელთან კონტაქტის დამყარებას და მოლაპარაკების დაწყებას ცდილობენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედს არავითარი მოთხოვნა არ წამოუყენებია.

პოლიციას მომხდარისთვის ჯერ არც ტერაქტის კვალიფიკაცია მიუნიჭებია. 

დღის ამბები