09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ბერლინში ანტიტერორისტული რეიდის დროს ორი ადამიანი დააკავეს

დღის განმავლობაში ანტიტერორისტული რეიდები ჩატარდა პარიზსა და ბერლინში. გერმანიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

ერთ-ერთი მათგანი თურქული და რუსული ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობაში, მეორე კი მის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიება ისლამურ სახელმწიფოსთან მათ კავშირსაც არ გამორიცხავს, რადგან, სპეცსამსახურის ინფორმაციით, ისინი სირიის ტერიტორიაზე მასშტაბური თავდასხმის მოწყობას გეგმავდნენ.

ბერლინის პარალელურად, რეიდები ჩატარდა პარიზის რეგიონის 5 ქალაქშიც. დაკავებულია 12 ადამიანი. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ამარაგებდნენ თუ არა დაკავებული პირები პარიზელ ტერორისტებს მანქანებითა და იარაღით.

დღის ამბები