03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისში

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დღეს თბილისში, "9 აპრილის ბაღში" გაიხსნა.

დღეს სახალხო არტისტის დაბადების დღეც არის და ღონისძიება სიმბოლურად ამ დღეს დაამთხვიეს.

ძეგლის გახსნას მსახიობის კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.

"9 აპრილის ბაღში" დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ.

სკულპტურას მისი ავტორი ლევან ვარდოსანიძე რამდენიმე თვის განმავლობაში ქმნიდა.

დღის ამბები