26 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - დაპირისპირება თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მოჰყვა

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. დღეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით მსჯელობენ.  საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსვლისას ოპოზიცურ პარტიებს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და ნაციონალურ მოძრაობას დარბაზიდან გაძევებითაც დაემუქრა.

სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ მოსახლეობასაც შეეძლო დღევანდელ განხილვაზე დასწრება. ამის გამო შეკრება 14:00 საათის ნაცვლად 15:00 საათზე დაიწყო.

თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებულ სხდომას ევროკავშირის და არასამთავრობოს წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჯერჯერობით სიტყვით გამოსვლის უფლება შეკრებილ მოქალაქეებს არ მისცემიათ. 

სხდომის დაწყებამდე პატრიოტთა ალიანსმა და თავისუფალმა საქართველომ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება გააპროტესტეს. პარტიის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით 14 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად გაერთიანების შედეგად 7 ქალაქი იქნება. სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

დღის ამბები