03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
"არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს!" - საქართველოში კადიევის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

"აფხაზთა კრების ორგანიზაციებმა" მიკაილ კადიევის მხარდამჭერი აქცია – "არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს" დაიწყეს. 

დღეს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საორგანიზაციო ჯგუფები ჩაატარებენ საინფორმაციო ღონისძიებას ფლაერების გავრცელებით, ხოლო 20 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია.

17 იანვარს ღონისძიება ჩატარდება მეტროს სადგურებთან: თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, პოლიტექნიკური და დელისი. ასევე აქცია გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ.

ამავე თემაზე
დღის ამბები