03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
თურქეთის მოქალაქე ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა 1967 წლის მამაკაცი აიყვანეს.

დაკავებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 27 აბი და 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს  

 

 

დღის ამბები