03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით, 2014 წელს 26 479 დანაშაული დარეგისტრირდა

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. 

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2250 დანაშაული, რომელთაგან 1340 გაიხსნა.

დანაშაულის გახსნის პროცენტია 59,56%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15,35 %.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-დეკემბერში, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 26479 დანაშაული, რომელთაგან 17805 დანაშაული გაიხსნა.

დანაშაულის გახსნის პროცენტია 67,24%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,45 %. 

ამავე თემაზე
დღის ამბები