09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ნატო-ში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბარი ამ ეტაპზე არასწორად მიაჩნიათ

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბარი ამ ეტაპზე არასწორად მიაჩნიათ ნატოშიც.

განცხადება ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ, ვილნიუსში, სააგენტო ”როიტერისთვის ”მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

”უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ამ დრომდე უარესდება, რუსები და პრორუსი სეპარატისტები არ აჩვენებენ, რომ მზად არიან, მინსკის შეთანხმება შეასრულონ. მხოლოდ ამ შეთანხმების სრულად შესრულება შეიძლება გახდეს რუსეთთან მიმართებაში წინ გადადგმული ნაბიჯის საფუძველი,” – აცხადებს ვერშბოუ.

დღის ამბები