09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
რა ხდება დონეცკში?

დონეცკის აეროპორტთან დაკავშირებით კვლავ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება.

პრორუსი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ აეროპორტი მთლიანად დაიკავეს და ტერიტორიაზე არც ერთი უკრაინელი სამხედრო აღარ იმყოფება.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრში კი აცხადებენ, რომ დონეცკის აეროპორტი ამ დრომდე დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება და მას უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

პრორუს მებრძოლებს მძიმე შეიარაღების გამოყენებით მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ იერიში აეროპორტზე. შედეგად ახლოს მდებარე ორი დასახლებული პუნქტიც დაზარალდა.

დღის ამბები