03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
მეღვინეთუხუცესის ძეგლს წარწერა მოაგლიჯეს

ვანდალიზმის ფაქტი დედაქალაქის ცენტრში. უცნობმა პირმა "9 აპრილის ბაღში" ოთარ მეღვინეთუხუცესის გუშინ გახსნილი ძეგლი გვიან ღამით დააზიანა.

კვარცხლბეკიდან მოხსნილია სახალხო არტისტის სახლი და გვარი. თითბერით შესრულებული წარწერა დაცვის წარმომადგენლებმა ძეგლთან იპოვეს.

მოქანდაკის განმარტებით, ასოების მოხსნა ადამიანის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იყო.

ძეგლის ავტორი, ლევან ვარდოსანიძე, მომხდარს ერის დეგრადირებად აფასებს.

„ამისთანა მსახიობის მტრობა მე აღარ გამიგია. ეს ერის პრობლემაა. ერი დეგრადირებულია,“ - ამბობს ლევან ვარდოსანიძე.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

„დაზიანებულია ძეგლზე წარწერა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე არიან. დაიწყება წინასწარი მოკვლევა და ყველაფერი გაირკვევა. მერია კი უმოკლეს ვადებში აღადგენს აღნიშნულ წარწერებს,“ - განაცხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვალერი პაპიაშვილმა.

დღის ამბები