03 მაისი 2024,   16:20
ვრცლად
"ქართული სახელმწიფო არასდროს დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების გზაზე" - გიორგი მარგველაშვილი

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა 300-ზე მეტი წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა. ცერემონიას უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრებიან. 

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.

300-ზე მეტი წვევამდელის სამხედრო ფიცის ჩაბარების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გამთლიანების გზაზე, ქართული სახელმწიფო არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს.

“დღეს ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებული იქნება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო. პირველ რიგში, მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან, ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც ძლიერი წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები