09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
სომეხი ადვოკატი რუსი სამხედროს დაცვაზე უარს ამბობს - რა ჩვენება მისცა ავეტისიანების ოჯახზე თავდამსხმელმა?

რუსი სამხედროს უფლებების დაცვაზე უარს ამბობს სომეხი ადვოკატი, თამარა იალოიანი. ის შეძრწუნებულია რუსი სამხედროს მიერ მიცემული ჩვენებით. ადვოკატი ამბობს, რომ მისი მორალი ამ ადამიანის დაცვის უფლებას არ აძლევს.

„მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი მისი ინტერესების დაცვას. მან აღიარა დანაშაული. ნანობს დანაშაულს. თუმცა, მე შეძრწუნებული ვარ მისი აღიარებითი ჩვენებით,“ - აცხადებს ადვოკატი.

ქალაქში გამოსვლას ერიდებიან რუსი სამხედროები. ქალაქში მცხოვრებმა ჯარისკაცების ოჯახის წევრებმაც დატოვეს სამხედრო ქალაქში საერთო საცხოვრებლები და ღამეს ისინიც სამხედრო ბაზაზე ათევენ.

დღეს დილიდან გიუმრიში სინშვიდეა. თუმცა, ხელისუფლების პასუხს ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა და ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები. 

დღის ამბები