26 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
საგანგაშოა ვითარება, ყოველი მეოთხე მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა - ნინო კვიტაიშვილი

„საგანგაშოა ვითარება, ყოველი მეოთხე მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა. ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი და ქაოტური პოლიტიკისა, რომელსაც განათლების მინისტრი და მისი წინამორბედები ზოგადი განათლების სფეროში ეწევიან,“ - ასე შეაფასა საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი ბავშვის ჩაჭრა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა.

მისი თქმით, მდგომარეობის გამოსწორებისთვის უნდა გაუმჯობესდეს პედაგოგთა კომპეტენცია და სკოლები თანამედროვე რესურსით უნდა აღიჭურვოს.

ნინო კვიტაიშვილის შეფასებით, განათლების სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემების მოსაგვარებლად.

 

 

დღის ამბები