09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
საბერძნეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია ათენში ჩატარდა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ დაკავებულებს ბელგიაში რამდენიმე დღის წინ დაპატიმრებულ რადიკალებთან ჰქონდათ კავშირი, თუმცა გამოძიების მასალების ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ ეს ცნობა პროკურატურამ არ დაადასტურა.

ბელგიელი სამართალდამცველების ვარაუდით, დაჯგუფების ლიდერი, წარმოშობით მაროკოელი 27 წლის მამაკაცი სწორედ საბერძნეთში იმალება.

დღის ამბები