09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
უკრაინაში სოლიდარობის მარშისთვის ემზადებიან

დღეს კიევში ვოლვოვახის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სოლიდარობის მარში გაიმართება. აქციას, რომელიც ადგილობრივი დროით 2 საათზე დაიწყება, კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც შეუერთდება.

პარალელურად ამ დრომდე დაძაბულია ვითარება დონეცკში. პრო რუსმა სეპარატისტებმა ღამით 30–ჯერ მიიტანეს იერიში სამთავრობო პოზიციებზე, თუმცა სამხედროებმა აეროპორტიდან 2 ცხედრისა და 20–დე დაშავებულის გაყვანა მაინც შეძლეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის განცხადებით, ჯარისკაცებმა დღეს დილით სეპარატისტების პოზიციებისთვის ცეცხლის მასობრივი გახსნის ბრძანებაც მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები