26 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
მმართველი პარტიისთვის არასამთავრობოების შენიშვნები, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მოულოდნელი და უსაფუძვლოა

საქართველოს მმართველი პარტიისთვის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმული პროტესტი და შეთავაზება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ორგანიზაციების წარმომადგენლები განხილვების პროცესში ჩართულები იყვნენ. ქართულ ოცნებაში არასამთავრობოების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

„სასამართლოსთან დაკავშირებით, გამუდმებით მიმდინარეობს რეფორმა შემხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვამბობთ, რომ, თუკი რაიმე კონკრეტული საჭიროება იქნება, ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფოხაძე, აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.

„ჩვენ თუ არ მოგვწონდა მოსამართლეთა კორპუსი და ვაკრიტიკებდით ამას თავის დროზე, ბუნებრივია, რომ ეს აზრი არ გამქრალა იმ ადამიანებში, ვისაც არ მოგვწონდა ეს მოსამართლეთა კორპუსი, მარგამ, პირველ რიგში, იმ მოსამართლეებისთვისაც, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონდნენ, ჩვენ გვინდა თავისუფალი სასამართლო, როგორც ინსტიტუცია,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება სასამართლოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ დანიშვნებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებებს პატივს სცემს.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ჩვენი კომპეტენციებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ჩავერევით ამ პროცესში. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მე შეიძება მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მე რაღაცა „ვუბრძანო“ სასამართლო კორპუსს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

დღის ამბები